ფსიქოპათი და ფერები

ფერები…ფერები…

მითხარი, რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ…

ამ პოსტის დასაწერად ძლივს მოვიკრიფე ძალები, მგონი ერთი კვირა ვწელავ. ხან მეზარება, ხან დრო არ მაქვს, ხან აზრები არ მომდის..არადა ტრანსპორტში მგზავრობისას  მინდება წერა, მაგრამ კომპიუტერთან მისვლისას ყველაფერი მავიწყდება..

კიდევ ერთი საინტერესო თეგ-თამაშია. დამთაგა Violet blogger-მა.  ადრე შეგპირდით, რომ ჩემს თავზე ნაკლებს ვისაუბრებდი, მაგრამ, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ , ამჯერად გადავწყვიტე ამ პირობის დარღვევა.

მაშ ასე Let’s get it started

რა ფერები მიყვარს? მმმმ… ბავშვობიდან მიყვარს ნათელი ფერები: წითელი, მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ცისფერი, თეთრი.

რას უკავშირდება ეს ყველაფერი?

მხიარული და ხალისიანი ადამიანი ვარ.  ჩემი ერთი კარგი მეგობარი “Obla-di, Obla-da”-ს მეძახის, რაც “life goes on”-ს ნიშნავს და ზუსტად აქედან გამომდინარეობს ჩემი ბლოგის თავდაპირველი სახელწოდება (URL მისამართი). ყველაფერი მიხარია და ნებისმიერ გარდაუვალ სიტუაციაშიც ვეძებ გამოსავალს და ვცდილობ ყველაფერში კარგი ან დადებითი მხარე დავინახო. ყოველთვის მახსოვს შემდეგი ორი ფრაზა: „У ПАЛКИ ДВА КОНЦА“ და “რაც ხდება – ყველაფერი უკეთესობისკენაა”. ეს უკანასკნელი ფრაზა ჩემი ცხოვრების დევიზია, და ცუდად ყოფნის დროს ყოველთვის მახსენება.

ბავშვობიდან მიყვარს წითელი. დაზუსტებით ვერ ვიხსენებ რატომ ან როდიდან  და ეჭვი მაქვს, რომ  მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს წითელი და ვარდისფერი უბრალოდ გენებში აქვთ.

ახლა ეს ფერები როგორ დავუკავშირო ჩემს ხასიათს? წითელი ჩემში სიყვარულის ასოციაციას იწვევს. მგონი ვარ კიდევაც ნამეტანი “любвиобильная”.

ფერები?

როგორი ვარ?

ფიცხი ვარ. სასტიკად ფიცხი ვარ! სკოლაში „ლიმონკას’ მეძახდნენ, რადგან საკმარისი იყო ვინმე ცოტათი უხეშად შემხებოდა  და „ვფეთქდებოდი“. ცხოვრებამ მასწავლა, რომ გრძნობები (აგრესია განსაკუთრებით) უნდა მოთოკო ხოლმე. და ამჟამად ვიცი  – სად და ვისთან  და როგორ  მოვიქცე. მაგრამ!!! თუ გადამეკეტა – მტრისას.  ვიცი, ცუდი თვისებაა, თუმცა კარგი მომეტიც აქვს: აგრესიულობა გრძელდება მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში. ვინც მიცნობს, იცის, რომ მთავარია ამ მომენტში გამანებოს თავი და მალევე ვწყნარდები. უი, ეს კიდევ ერთი ცუდი თვისებაა: ცუდი ყოველთვის მალევე მავიწყდება, და, სამწუხაროდ, დავრწმუნდი, რომ ახლობელ ადამიანს მგონი ყველაფერს ვაპატიებ. ამ მომენტს ძალიან განვიცდი …

სკოლის პერიოდში „ბულკი“, მიამიტი, მორიდებული, ჩუმი და ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. ყველა ადამიანი კარგი და კეთილი მეგონა, ყველას ვენდობოდი და ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლება საყვარელი ადამიანის მოტყუება ან ღალატი. სამწუხაროდ ცხოვრებამ მწარე „ურო ჩამცხო“ და  წლების განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემი ხასიათით ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევდი და გადავწყვიტე საკუთარი თავის რადიკალურად შეცვლა და გამომივიდა კიდევაც.

მიყვარს ფიქრი და წერა. მაგრამ  (შეამჩნევდით კიდევაც) საკუთარი აზრების ჩამოყალიბება ხშირად მიჭირს ხოლმე და, შესაბამისად, მარტივი ენით ვწერ. თავში უამრავი აზრი მიტრიალებს ხოლმე, მაგრამ ამის გადმოცემა მიძნელდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, უვიცს და გაუნათლებელს საკუთარ თავს  ნამდვილად ვერ დავარქმევ. მაგრამ ზოგიერთს აქვს აზრების ჩამოყალიბების ნიჭი და ზოგიერთს არა. სამწუხაროდ, მე ამ უკანასკნელებში შევდივარ.

ვარ უაღრესად შრომისმოყვარე და მიზანდასახული. პასუხისმგებლობის გრძნობა კარგად მაქვს განვითარებული და, როგორც სხვებიც მეუბნებიან, ზოგჯერ ზედმეტადაც.

პირდაპირი ვარ და ყველასგან ვითხოვ იგივეს. მირჩევნია მწარე სიმართლე ვიდრე ტყული, რომელიც შემდგომში მაინც გამომჟღავნდება.ძალიან კომუნიკაბელური ვარ. მიყვარს ბევრი საუბარი,    ხშირად უაზრო „ტლიკინიც“. შემიძლია ნებისმიერ ადამიანს გავუგო და ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა ეს ახლობელი იქნება, უბრალო ნაცნობი თუ სრულიად უცნობი პიროვნება. მიყვარს ადამიანის მოსმენა და სხვადასხვა ახალი ამბების გაგება. სასტიკად ცნობისმოყვარე ვარ.

დროთა განამავლობაში ვხვდებოდი, რომ  „ცუდი“ ადამიანებიც არსებობენ და ყველას ნდობა არ შეიძლება.  ცხოვრებაში „Или ты или тебя“ პრინციპით უნდა იცხოვრო, მაგრამ  ამ დროს შეეცადო საკუთარი ღირსება არ დაკარგო.

ფერები?

რა შუაშია აქ ფერები?

შეიძლება ზედმეტი ვილაპარაკე ან თავი დავიფასე, მაგრამ, მგონი, თამაშის წესები დავიცავი და მოვყევი საკმარისი.

I’m Sunshine baby…

აზრის ჩამოყალიბების ან გრამატიკის გამო ძალიან არ გამკიცხოთ. მთავარია შინაარს მიუხვდეთ and nothing else matters…

ჩემი ბლოგის დახმარებით ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ძალიან მინდა მათი დახასიათებების წაკითხვაც.  შესაბამისად ვთაგავ: oddcreature ; Molly Bloom; Cdispireli ; Green მარი ; Just smile ; <a title=”წიგნისსუნიანი ბლოგი Here Comes The Sun ; და, რათქმაუნდა, ძალიან მაინტერესებს გაფუჭებული შუქნიშნის პოსტი


მეზობელი ბლოგები

By Jessie

კნუტის ბლოგი :)
გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქი
Advertisements
Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , , , , , | 25 Comments

პოსტის ნავიგაცია

25 thoughts on “ფსიქოპათი და ფერები

  1. კარგი, ფერადი პოსტია. 🙂 მადლობა ყურადღებისთვის, მე უკვე დამთაგესმ მაგრამ არ გამომდის დაწერა. 🙂

  2. მართლა ფერადი პოსტია 🙂 ბითლზი, nothing else matters და “ლიმონკა” მომეწონა ძალიან 🙂 კლასიკური როკი გყვარებია შენ :იმჰო:

  3. მივიფიქრებ 🙂 მოვალ მაგ თემის განწყობაზე და დავწერ 🙂

  4. არაფერიც, მშვენივრად წერ და აზრებსაც კარგად აყალიბებ. მომეწონა შენი პოსტი, თავიდანვე, როცა გთაგავდი, ვიცოდი რომ თეგ თამაშის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო პოსტი აქ დაიწერებოდა.

    წარმატებები!!!
    :*

  5. გმადლობ დატაგვისათვის :*
    მეც დაახლოებით შენნაირი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ჯერ ისეთი ურო არავის ჩაურტყამს, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი 😛

  6. ყოჩაღ, ყოჩაღ..
    ძალიან კარგი პოსტი გამომივიდა…
    აი, სრულყოფილს რომ ეძახიან ისეთი.. ^^
    ძალიან მიხარია, ჩემს თამაშს ამდენი ადამიანი რომ გამოეხმაურა.. :*
    ექსპერიმენტი გაგრძელდა.. ))

    • ნამდვილად ძლაიან აკრგი თამაში გამოვიდა… დიდი მადლობა თამაშისათვის და დიდი ამდლობა შეფასებისათვის ^_^

  7. მომეწონე 🙂

    საერთო შტრიხები ვიპოვე და გამიხარდა. რა კარგია მსგავსს რომ იპოვი 🙂

  8. მეც ფიცხი ვიყავი, საშინელი ფიცხი:):):) ახლა ცოტა დავშოშმინდი:)

  9. ცუდი თვისებაა: ცუდი ყოველთვის მალევე მავიწყდება, და, სამწუხაროდ, დავრწმუნდი, რომ ახლობელ ადამიანს მგონი ყველაფერს ვაპატიებ. ამ მომენტს ძალიან განვიცდი …

    მმ… მეც ეგრე ვარ ზუსტად… :დ ის კი მახსოვს რომ რაღაცაზე გაბბრაზდი, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ რაზე ხოლმე და ეგ გაბრაზებაც ცუდათ არ მახსენდება : )))) არ ვთვლი ამას მე ცუდ თვვისებად! რავიცი მირჩევნია არ დავიბოღმო და წლების განმავლობაში არ დამჩეს გულში წყენა… თუმცა ზოგჯერ ალბათ საჭიროა წყენები გახსოვდეს.. : )

    სხვათაშორის ძალიან ვგავართ ერთმანეთს ხასიათებით : )
    ყველაფერში იმის გარდა რომ უაღრესად შრომისმოყვარე ნამდვილად არ ვარ :დ თუმცა პასუხისმგებლობას არ ვუჩივი : ) ამის გარდა ყველაფერში: “ეეეე, მეეეეც” ეგეთი რეაქცია მქონდა :დ ^^

  10. Postfinnegan

    კარგია..

  11. ”მიყვარს ბევრი საუბარი, ხშირად უაზრო „ტლიკინიც“. შემიძლია ნებისმიერ ადამიანს გავუგო და ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა ეს ახლობელი იქნება, უბრალო ნაცნობი თუ სრულიად უცნობი პიროვნება. მიყვარს ადამიანის მოსმენა და სხვადასხვა ახალი ამბების გაგება. სასტიკად ცნობისმოყვარე ვარ.”’ << მეგონა ჩემზე თუ წერდი :))

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: