მოხუცი ფსიქოპათის მოგონებები (სანამ ცოცხალი ვარ…)

… 80 წლის ვარ (კი 80–ის, მეტის არა, მეტის არც მინდა ვიყო) ვწევარ ჩემს თბილ საწოლში,  საღამოა, ბინდდება.. საწოლის გარშემო  ჩემი შვილიშვილები და შვილთაშვილები (იყონ!!!) ჩამოსკუპებულან და თვალებდაჭყეტილები ელოდებიან ჩემი ხმის გაგონებას… მოხუცი ვარ, ძლივს ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც, მთელი გულით  მინდა გავუზიარო ჩემი ცხოვრების გამოცდილება და მოგონებები:

“…იცით?! 25 წლამდე ჩემს ცხოვრებაში ღირშესანიშნავი ისეთი არაფერი მომხდარა. მშვიდად და წყნარად ვცხოვრობდი თბილისში, მაგრამ  2011–მა  ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. აქედან იწყება ჩემი უმშვენიერესი წლები და დროსტარება…”

დავძაბე გონება და მეხსიერება  და გავაგრძელე

“..მახსოვს, როგორ  მივცურავდი ვენეციაში გონდოლით.. ჩემს წინ მევიოლინე იდგა და მშვიდ მელოდიას უკრავდა… ჩემმა მომავალმა ქმარმა აქ მთხოვა ხელი…

….. რა კარგად მახსოვს, როგორ გადმოვხტი ჩანჩქერის წვეროდან პარაშუტით და ნელ-ნელა დავფარფატებდი ჰაერში და ვეშვებოდი წყლისკენ.

….. მახსოვს, როგორ გავახანგრძლივეთ ჩვენი თაფლობის თვე, ზუსტად ერთი თვე, და მოვიარეთ მსოფლიოს უძველესი 7 საოცრების ღირშესანიშნავი ადგილები (ნუ რაც დარჩა)….

.. მახსოვს,  მე და ჩემმა დაიკომ როგორ ავიხდიეთ ბავშვობის ოცნება და მინიავტობუსით მოვიარეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა (ქვეყნებს ზუსტად ვერც ვიხსენებ, თუმცა ახლა არც აქვს ამას დიდი მნიშვნელობა)

… მახსოვს, როგორ წავიყვანე დედაჩემი ტიბეტში და ერთად ვეზიარეთ იქაურ სიმშვიდეს, სიმაღლეს, ნეტარებას…..

…მახსოვს , როგორ მოვიკრიბე “ძალ-ღონე”, დავემშვიდობე სიზარმაცეს და გადავიკითხე ბებიაჩემის მთლიანი “ბიბლიოთეკა”… მახსენდება ის დაუკმაყოფილებლობის  გრძნობა, როდესაც მივხვდი, რომ  წიგნების რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა.

…მახსოვს, როგორ შევძელი შავ ზღვაში, სანაპიროდან 500 მეტრის სიშორეზე, გაცურვა და წლის არც (აღარც!!)  კი  შემშინებია… როგორი ნეტარება ყოფილა წყალზე გულაღმა წოლა და თბილი წლითა და ჰაერით ტკბობა

….. მახსოვს, როგორ შევძელი უპრობლემოთ რუსეთში  ჩასვლა და ბებიისა და ბაბუის საფლავებზე ყვავილის მიტანა.

… მახსოვს, როგორ დამირეკა რუსული არხის THT-ს გენერალურმა დირექტორმა და შემომთავაზა მარკეტინგის განყოფილების უფროსობა (ყველამ კი დამცინა და მოღალატე მიწოდა, მაგრამ იმ დროს ძალიან მიყვარდა ამ არხის რეკლამები და გადაცემები და მინდოდა იმ ყველაფერში მონაწილეობა მიმეღო )…

… მახსოვს, როგორ ავიხდინე ბავშვობის ოცნება და გავემგზავრე პერუში, ინკების დაკარგული ქალაქის დასათვალიერებლად (მაჩუ-პიკჩუ ^_^ )

კიდევ ბევრი ნანატრი ოცნება ავიხდინე, თუმცა სიბერეში ახლა უკვე არც/ვერც მახსენდება ყველაფერი….”

P.S. დიდხანს ვფიქრობდი მიმეღო თუ არა მონაწილეობა ამ ტეგ-თამაშში, და, როგორც ხედავთ, გადავწყვიტე…  Molly Bloom--ის ბრალია რა, დამთაგა და თავისი პოსტით ისე მომხიბლა, რომ მეც გადავწყვიტე ჩემი სურვილები გამეზიარებინა თქვენთვის..

ძალიან საინტერესო თამაშია და მინდა დავთაგო: Seymour Glass ;Violet Blogger ; knuti და oddcreature ; ნაცრისფერი ლეკვი

Advertisements
Categories: თეგ–თამაშები | ტეგები: , , , , , , , , , , | 28 Comments

პოსტის ნავიგაცია

28 thoughts on “მოხუცი ფსიქოპათის მოგონებები (სანამ ცოცხალი ვარ…)

  1. ძალიან მაგარია.. ყველაზე ორიგინალური პოსტია ამ ტეგ-თამაშში 🙂

  2. რა მაგარიაა ^^ ძალიან კარგი მოფიქრებულია და კარგი მოგონებები :>

  3. ავტირდი….. მიყვარხარ

  4. კრეატიულია 🙂 ვიცოდი, ასე კარგად რომ დაწერდი 🙂

    ტნტ მოგწონს? ეს ის არხი არ არის, თინა კანდელაკს საავტორო გადაცემები რომ მიჰყავს?

    • არა, ის სხვააა, თვითონ არხი რა მათი მიდგომა მომწონს..როგორ რეკლამებს აკეთებენ … თორე გადაცემები ნაკლებად :))) კრეატიული არხია
      დიდი მადლობა შეფასებისათვის .მიხარია რომ შენ მოგეწონა

  5. jessie♥ ყურებამდე შემიყვარდა შენი ბლოგი. ^^
    რა კარგად წერ. თბილი,თბილი პოსტი იყო

  6. THT ურააა, მეც მიყვარს ძალიან, კიდე CTC-ი.
    პოსტიც მომეწონა ძალიან. დათაგვისთვის მადლობა, დღეს გამოცხვება ჩემი პოსტიც 😉
    მსგავსი სურვილები კი გვაქ ისე, კონკრეტულად რა, ამას პოსტში ნახავ 😉

  7. მომწონს, მომწონს!

    მეც დავწერ, აუცილებლად 🙂

  8. ძალიან ორიგინალურ–ოპტიმისტური პოსტია, მომეწონა!!! 🙂

  9. მართლა ყველაზე ორიგინალური პოსტია ^^
    აუ წყალზე რომ დაწვები ისე რომ აღარ შეგეშინდა მაგაზე მაგარი მაინც არაფერია ❤ ❤ არასდროს მესმის ხალხის ვინც წყალზე ზურგზე ვერ წვება, ტალღებზე ვერ ერთობა და არ შეუძლია შეიგრძნოს წყალი!!

    • ეჰ..არადა ბავშვობიდან წყლის შიში მაქვს.. წყლის კი არა აი ტალების. აუზშ უპრობლემოდ ვცურავ და ტალღებს, თუდნაც ყველაზე პატარებს როცა ვხედავ ცუდად ვხდები… თან სულ პეხზე მინდება დაგომა და მიწას როცა ვერ ვგრძნობ მეწყება სასტიკი ისტერიკა \:|

  10. ვა, ორიგინალურია, სხვებს არ ჰგავს! )
    მომწონს. : >

  11. კარგი იყო, ჯესი 🙂

  12. მეც მინდაა ამ თემაზე დაპოსტვააა, ვიპლაგიატოო თემაააა ? 😀
    ჩემ ბლოგზე შემოდი რა და გაიგე ვინ ხარ სინამდვილეში 😉
    ხუმრობა იქით იყოს და ძალიან გამიხარდა პირველი დამკომენტერებელი რომ იყავიი, მამგონიარავინ შემოდიიიის 😦
    კიდევ მეზობლებშიც თუ დამამატებთ ჩათვალეთ, რომ კიდევ 1 გატეხილ გულს დააკარით სანტავიკიი 😀 PLZ

  13. მოდი დაგთაგავ და შენც დაწერე ამ თემაზე ^_^ და მეზობლებში უკვე მყავხარ ^_^

  14. აუჰ რა კარგი თხრობის ხაზი აგირჩევია : ))) თუ როგორც იტყვიან : ))) ^^ ძალიან მომეწონა თავიდან დამბურძგლა კიდევაც : ))

  15. ვიტყვი იმას რომ პირველად შემოვედი ამ ბლოგზე და თავდაპირველად საკუთარი ბლოგი მეგონა… =)))
    ძალიან მომეოწნა პოსტი და: “….. რა კარგად მახსოვს, როგორ გადმოვხტი ჩანჩქერის წვეროდან პარაშუტით და ნელ-ნელა დავფარფატებდი ჰაერში და ვეშვებოდი წყლისკენ.” ეს მეც მახსოვს და ნეტავ მეც მანდ ხომ არ ვიყავი???? :ო:ო ასაკთან ერთად სკლეროზი გამირთულდა…. =)) მაგრად მინდოდა გადმოხტომა, შენ რომ გადმოხტი მახსოვს… იმედია არ შემეშინდა და მეც გავბედე… =)))

    • ძალიან გამახარე.. დიიდი დიდი მადლობა :)))
      ნუ საკარი ბლოგი კი :)))) ერთნაირები ვართ ^_^
      გაიხარე გაიხარეე

  16. რა მაგარი პოსტი გამოვიდა..
    აი, ძალიან კარგი..
    მართლა ყველაზე საუკეთესო ამ თემასთან დაკავშირებით, რაც კი დაიწერა..
    ყოჩაღ.. ^^

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: