კომპანიების პარადოქსული შეცდომები #2

გადავწყვიტე  კომპანიების პარადოქსული შეცდომების კოლექციის გაგრძელება

ჩემს წინა პოსტში დავინახეთ, რომ ნებისმიერი პროდუქციის შექმნისას აუცილებელია მისი სახელწოდების და სლოგანის მნიშვნელობის შესწავლა და შემოწმება ყველა ენაზე (ნუ ყველაზე არაა აუცილებელი, მთავარია ძირითადებზე). ის ფაქტიც მაოცებს, რომ ჩემს წინა პოსტში ჩამოთვლილი კოპანიები საკმაოდ ცნობილია და მსოფლიო დონისაა, მაგრამ იქაურმა მარკეტოლოგებმა ასეთ ელემენტალურ და ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსებს არ/ვერ მიაქციეს ყურადღება. არ მიაქციეს, ნუ მიაქციეს და ძალიანაც იზარალეს. ნებისმიერი სახელწოდების გათარგმნისას საჭიროა  არა მხოლოდ ენის, არამედ კულტურის ნიუანსების შესწავლაც.  ამ პოსტში მოყვანილი მაგალითები ამის მტკიცებულებაა.

დავიწყოთ უმატივესიდან:

http://www.whorepresents.com/ – არ არის პორნო საიტი, არა! ამ საიტზე შესაძლებელია ცნობილი ადამიანების საკონტაქტო ინფორმაციის მოძებნა.

http://www.anus.com ამერიკელი ნიჰილისტების ასოციაცია (The American Nihilist Underground Society). ვინც არ იცის: ნიჰილიზმი არის  მსოფლმხედველობა, რომელიც უარყოფს ეთიკური ნორმების, ქცევის წესების ან ზოგადად ადამიანის არსებობის რაიმე აზრს, მიზანს.

http://www.minet.net – ფრანგული სატელეკომუნიკაციო კომპანია.  მისი სახელწოდება  მართლაც არის MiNet.

http://www.Jopa.com (ვისაც ესმის რუსული ) – Jopa Company ლანდშაფტის დიზაინით არის დაკავებული.

ახლა ცოტა სერიოზულ კომპანიებს შევეხოთ:

უალკოჰოლო სასმელების კომპანიას  Schweppes Tonic Water (Schweppes  ტონიზირებული წყალი) პრობლემები შეექმნა საფრანგეთში. ფრანგულ ენაზე გადათარგმნის შედეგად ბრენდის სრული სახელწოდება სხვანაირად გაჟღერდა:  Schweppes– ტუალეტის წყალი.

სიგარეტის მწარმოებელი კომპანიის Salem–ის სლოგანი შემდეგნაირად ჟღერს –  Salem – Feeling Free (იგრძენი თავისუფლება). იაპონურ ენაზე გადათარგმნისას ამ სლოგანმა სულ სხვა მნიშნველობა მიიღო –   Salem–ის სიგარეტის მოწევისას თქვენი გონება ხდება თავისუფალი და ცარიელი. (2 სიტყვა გადაიქცა მთელ წინადადებად).

თუ გახსოვთ, წინა პოსტში General Motors-ის მაგალითი მოვიყვანე. ამ კომპანიას არაფრით ჩამოუვარდება Ford–ი. ბრაზილიის ბაზარზე მან წარადგინა თავისი მოდელი Pinto. ახალ ბაზარზე ამ მოდელის მანქანები თითქმის არ გაყიდულა. დაიწყეს გამოკვლევა და გაარკვიეს, რომ ბრენდის სახელწოდება ბრაზილიურად ნიშნავს  – მამაკაცის პატარა გენიტალიებს (აი ვინ უწედა ამ ბაზარზე კონსულტაციას?!).  კომპანიამ მაშინვე შეცვალა სახელწოდება და ამ მოდელის მანქანებს დაარქვა Сorcel, რაც ცხენს მიშნავს.

ვის არ გაუგია ან ვის არ უყვარს შოკოლადის „ბატონჩიკი“  Nuts? რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ბრენდს პრობლემები შეექმნა ინგლისში (!!!). საქმე იმაშია, რომ ინგლისელები ასე ეძახიან ტესტიკულებს (ვინც არ იცის მაპატიეთ პირადპარობისთვის: ყვერები იგულისხმება), ამიტომ ამ ქვეყანაში ხსენებულ შოკოლადს Topic-ის სახელით იცნობენ.

ქალის ჰიგიენური საფენები Always იაპონიაში გადაარქვეს Whisper–ად, ვინაიდან  იაპონელ სკოლის მოსწავლეებს შორის ეს სიტყვა ნიშნავს –  შემთვევით სექსზე თანახმა ნიმფომანკას (LOL).

ცნობილი დეზოდორანტი Axe დიდ ბრიტანეტში და ავსტალიაში გაყიდვაშია Lynx-ის სახელით, ამ ქვეყნების სლენგზე „ნაჯახი“ (Axe) იხმარება ფალოსის (მამაკაცის ასო)  სინონიმად.

შეამჩნევდით, ამ პოსტში მოცემული კომპანიების ძირითადმა ნაწილმა ისწავლა ჭკუა და ჯერ შეისწავლა ახალი ბაზარი და უკვე შემდეგ გადაწყვიტა  სახელწოდებებისა თუ სლოგანების  გადათარგმნა.

ამ ნოტაზე დავასრულებ დღევანდელ პოსტს.

დასკვნა: მეგობრებო, ისწავლეთ სხვის შეცდომებზე!


Advertisements
Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 19 Comments

პოსტის ნავიგაცია

19 thoughts on “კომპანიების პარადოქსული შეცდომები #2

  1. ფინური სატელევიზიო კორპორაცია გამახსენდა. სახელად ჩვეულებრივი აბრევიატურა აქვს, ოღონდ ჩვეულებრივია ფინელებისთვის 🙂 ქართულად როგორ ჟღერს. აქ არ დავწერ – ბლოგი ძალიან მომწონს და იმიტომ 🙂

    მშვენიერი ინფორმატიული პოსტია 🙂 ეზ ოლვეიზ 🙂

  2. ძალიან მაინტერესებს ასეთი რაღაცეები, სახალისოცაა.
    სხვათაშორის ორი კვირის წინ მენეჯმენტში (კოლიასთან 🙂 ) მქონდა report დასაწერი Swatch-ის ქეისზე.

    ნაწყვეტი:
    Hayek:
    “We were working with an American advertising company, we had the craziest names in the world and none pleased me. Finally, we went for lunch and this woman wrote on the blackboard “Swiss watch” and “second watch”. Then she wrote “Swatch.” It helped that we were not very strong in English. We didn’t know that ‘swatch’ in English meant a cleaning towel…”
    😀 😀 😀

  3. ძალიან მაგარი პოსტია, მომეწონა და კიდევ ერთი მკითხველი შენ 🙂

  4. =))) ბევრი ვიცინე არ მეგონა თუ ამ კომპანიებს სადმე პრობლემა შეექმნებოდათ :)) საინტერესო იყო ძალიან ^^

  5. TODAY’S CLICKS –
    minet.net
    anus.com
    whorepresents.com/

    😆 ძალიან ბევრი ვიცინე

  6. დაინტერესდნენ 🙂 🙂 🙂

  7. ნუ მინეტი ხომ ფრანგულად მინეტი არაა. 🙂 და არც სხვა ენებზე რუსულის გარდა და შემდეგ რუსულიდან ეს სიტყვა ჩვენთანაც შემოვიდა.
    ეგ იგივეა, ტიპები რომ ხედავენ წარწერას საჭმელზე no preservative და სკდებიან სიცილით. 🙂

    აი Axe კი სახელი ჯიბდა არ გამოეცვალა – ყოველ შემთხვევაში დღეს მაგ პროდუქტის რეკლამირება სწორედ ისეთ სტილში მიდის, რომ სახელი უხდება.

    • ^_^ axe-ზე ნამდვილად გეთანხმები 🙂
      მინეტზე კიდე, აჰა თუნდაც ჩვენთან ან რუსეთში ან სხვა მსგავს ქვეყნებში ვერ გაიდგავდა ის ფეხს სიცილ-კისკისის გარეშე … ^_^ თორე რა… მასე აქსის შემთვევაში ჩვენთვისჩაქუჩი არაფერს ნიშნავს ^_^
      “no preservative ” უხ ეს კაი იყო.წარმოვიდგინე გამოშტერებული სიფათები :ლოლ:

      • ჰო, უბრალოდ ეგ ტელესაკომუნიკაციო ტერმინია MiNet – კარგა ხანია ფართოდ დამკვიდრებული და ახლა რუსების გამო ხომ ვერ შეცვლიან. 🙂

        Axe-ს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად აკრძალვადი/შეზღუდვადი რეკლამები აქვს 😉 შეიძლება უბრალოდ არ დაურეგისტრირეს სახელი ბრიტანეთში ან სხვა დრო იყო მაშინ. ახლა კი აშკარად სექსისტური და თან წარმატებული ბრენდინგი აქვს. მაგაზე პოსტიც მაქვს დრაფტებში… ჯერ ვერ დავამთავრე რომ დავპოსტო.

  8. კოლია კაი იყო 😉
    ჩვენ ეგრე არ ვუძახდით 🙂

  9. აუ რამდენი ვიცინეე :დდდდ

  10. თათა

    მაგარი კომენტარებიაააა 🙂

  11. კარგი პოსტია მალად Jessie

  12. გამოხმაურება: კომპანიების პარადოქსული შეცდომები #1 « გაუწონასწორებელი ფსიქოპათის ბლოგი

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: