პატარა გული

მონატრება საშინელი გრძნობაა, როცა იცი, რომ არ უნდა გენატრებოდეს; როცა იცი, რომ  მისი მონატრების უფლება არ გაქვს; როცა იცი, რომ მას შეიძლება სხვა ენატრებოდეს და საერთოდ სხვაზე ფიქრობდეს. მაგრამ გული?!… გულს ხომ ვერ უბრძანებ… გულმა არ იცის სიტყვა “არა“..მას ეს არ ესმის.. მას ბოლომდე სწამს და იმედი აქვს. რისი? არ იცის.. რატომ? არ იცის… უნდა, რომ ჰქონდეს იმედი და ამიტომაც ცოცხლობს.

ყოველი ზარის გაგონებისას გული სხვანაირად ფეთქავს, ყოველი ჩახუტებისას გულს უხარია. უხარია, რომ ამ წამს შეუძლია იყოს ბედნიერი, ამ წამს იგრძნოს მისი სითბო და ალერსი და სულაც არ უფიქრდება იმას, რომ მეორე წამს შეიძლება ხელი ჰკრან, გადააგდონ, სხვა მხარეს გაიხედონ და დაივიწყონ. მას არ აქვს უფლება მოიხოვოს რამე. ის ჩუმად უნდა იჯდეს და დაიტანჯოს. გული კვდება, მაგრამ ცდილობს ბოლო წუთებიც კი მასზე ფიქრში გაატაროს, მის გვერდით იყოს, მას ჩაეხუტოს. მერე რა, რომ მისი არ არის, აღარ არის.. მერე რა, რომ შეიძლება ხვალ სხვამ მიიზიდოს კაცის ყურადღება,. გულს მაინც უაზროდ უხარია, რომ ამ დროს, თუნდაც დროებით “ის” მის გვერდითაა და მას უყურებს… გულისთვის უკვე სულ ერთია, რომ მისი თვალები აღარაა სიყვარულით სავსე და თვალებში სიცივეა. ის ხომ მისი თვალებია და… გული დნება და უხარია.. ეს თვითმკვლელობის ტოლფასია.. მაგრამ გულს მაინც უხარია და ამას, ამ ცოდვასაც ჩადის.. მისთვის უკეთესია მის გვერდით ახლა მოკვდეს, ვიდრე მერე და უიმისოდ..

გული ტირის, გული იტანჯება …მაგრამ უხარია…მაინც მისია, რაც არ უნდა თქვას, “ის” მისია.. გული ამით იმშვიდებს თავს და აგრძელებს ჩუმად ტირილს, ჩუმად, თავისთვის.

სიყვარული აღგვალაღლებსო… მაგრამ სიყვარულს შეუძლია უფსკრულში ჩაგაყოლოს, გაგანადგუროს, მოგკლას და დაგცინოს.. ეს არის ნამდვილი სიყვარული? თუ ეს არის, უკეთესია ცხოვრებაში არავინ შეიყვარო..

ჭეშმარიტი სიყვარული? ჰმმ.. შეიძლება არსებობს, ოღონდ ჩემგან საკმაოდ შორს. მჯერა მისი? მჯერა.. მაგრამ აღარ მჯერა, რომ მე შემხვდება ასეთი რამე ცხოვრების გზაზე..უკვე აღარ მჯერა….

გული კვდება….

P.S. ეს ჩანაწერი 3 წლისაა. თავის დროზე, სულაც არ მიფიქრია იმაზე, რომ ვინმეს ოდესმე წავაკითხავდი, მაგრამ, როგორც ხედავთ,გადავიფიქრე 🙂

P.S.#2 ამ ნაწერია შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში და ახლა ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ, თუმცა ჩემს ამ ჩანაწერში არაფერი შემიცვლია.

Advertisements
Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , , , | 34 Comments

პოსტის ნავიგაცია

34 thoughts on “პატარა გული

  1. რა საოცრად ნაცნობი განცდებიაააა :)))
    და მაინც რა მტანჯველი გრძნობაა სიყვარული… ყოველშემთხვევაში მე ამისგან კარგი არაფერი მახსოვს ჯერ–ჯერობით.

    • თუ ჯერ კარგი არ ყოფილა..დამიჯერე იქნება ^^… ძალიან ემო პოსტი კი გამოვიდა, მაგრამ იმ წამს ამას ვგრძნობდი… ამის შემდეგ ბევრი კარგიც ვნახე 🙂

  2. gulis gatexvebis araferi ar vici magram es chanaxati dzalian momewona ^^

  3. kiarada chanaweri 😀

  4. ნაღვლიანი პოსტია…

  5. მონატრება არ გამაგონოთ!.. განსაკუთრებით როცა იცი, რომ არ ნდა გენატრებოდეს და მაინც გენატრება…
    … და მერე რა მაგარია, როცა მიზანი მიღწეულია – აღარ გენატრება და “ჩორტ ს ნიმ” 🙂

  6. მე ის შეგრძნება მომწონს, ამის თქმის განწყობაზე რომ ხარ…

  7. იძიატიზმ!

    • რატო ვითო?!

    • პოსტი თუ გრძნობა?

      • ,,მაგრამ გული?!… გულს ხომ ვერ უბრძანებ… გულმა არ იცის სიტყვა “არა“..მას ეს არ ესმის.. მას ბოლომდე სწამს და იმედი აქვს. რისი? არ იცის.. რატომ? არ იცის… უნდა, რომ ჰქონდეს იმედი და ამიტომაც ცოცხლობს.” – ბლა ბლა ბლა ბლააააააა

        ,,პოსტი თუ გრძნობა?” – ორივენიცა….

  8. ნუ, არ ვიცი, არ ვიცი… ეს თითქოსდა “მკიდია” დამოკიდებულება გრძნობებზე… ეს ყველაფერი ერთგვარი შირმაა და მალე ქრება. მე არ გაკრიტიკებ, რეალურ ცხოვრებაში მეც ასეთი ვარ დაახლოებით, ოღონდ ზოგჯერ არის რაღაცეები, რასაც გრძნობ, მიუხედავად უარყოფისა… და რამდენიც არ უნდა ვიძახოთ სიყვარული არ არსებობსო, მე მეეჭვება შენ ერთხელ მაინც არ გეგრძნოს მონატრება და სიყვარულსაც იგრძნობ ადრე თუ გვიან. ამას ვამბობ მე, სრულიად არაშეყვარებული ადამიანი…

    • მესმის თქვენი ^^ ორივესი

      Qilipa >> შენი მით უმეტეს მესმის 🙂
      პოსტი სუბიექტური შინაარსისააა, და თან არც ვითხოვდი გაგებას და მესმის, რომ ზოგიერთში უარყოფით ემოციებს იწვევს ^^

  9. აჰა, შეხედე შენ!.. სანამ შენ არ იყავი, მედგრად ვიცავდი პოსტის (შესაბამისად შენს) პოზიციებს და უცებ არ დამადო?! 😀 😀 (კაკულიას ხმით ვამბობ ამას, არ დაგავიწყდეს :-D)

    • ^_^ რა კარგი ხარ ^^ მადლობა :))) :* ყველას თავისი შეხედულება აქვს, უბრალოდ ადამიანს როცა არ უგრძვნია ვერც შეედავები, როგორ შევედავებით 9იმ საკითხში, რომელშიც არც ერკვევა ^^

  10. მართალი ხარ, მაგრამ როგორც ყველაფერს, ამასაც აქვს მეორე მხარე – რაც არ იცი, იმ თემაზე არც უნდა იკამათო, თუ ისეა საქმე, როგორც შენ ამბობ 🙂 ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მეც მესმის Qilipa-სი, მაგრამ ასეთი რადიკალიზმი არ მომწონს უბრალოდ.

  11. 🙂 you are right honey 🙂

  12. ვახ, ძლივს არ დავითანხმე კაცო?! (აქ ისევ კაკულია ჩავრთე :-D) 😀 😀

  13. ეგ კი ვიცი კაცო, მაგრამ ზოგჯერ მაგის საუბრის მანერა მაგარი შესაფერისია 😀

  14. არაფერ შუაშია არ მიგრძვნია თუ მიგრძვნია… ჰეტყვით რომ მიგრძვნია და სწორედ მაგიტომაა რო დღეს უკვე სხვა დამოკიდებულება მაქვს 🙂 კი ბატონო ბევრი დადებითი და ზე-რაღაც მოაქვს ამ გრძნობებს, მარა უარყოფითი უფრო მეტი აქვს…

    მარა რატომაც ვიყავი ასეთი რადიკალური, მიზეზი მხოლოდ ისაა რო ზემოთ ნახსენები გამოთქმები მაღიზიანებს უბრალოდ… ვერ უბრძანებ, მას არ ესმის… :დ კარგით რა….

    • აჰა, პირველ აბზაცში გეთანხმები სრულიად. დანარჩენს რაც შეეხება, კი, შესაძლებელია გრძნობის მართვა, მიცდია და მშვენვრად გამომსვლია, მარა სახლში მისულს რომ გულში რაღაც ჩაგწყდება და გინდა ისე იყოს, რომ ამ გრძნობის მართვა არ მოგიწიოს, უბრალოდ გრძნობდე და ვსიო… ისე თუ შეძლებ საკუთარი თავის მართვას, რომ საერთოდ არ გემახსოვრება ის ადამიანი, რატომაც არა. უცებ გადაწყვეტ რომ არ გინდა და მორჩა. მარა უცებ ეს შეუძლებელია, ისე კი ნელ-ნელა მიხვალ აქამდე…

    • Qilipa – კაი ხო ნუ ეკიდები სიტყვებს ..ყველა თავისებურად გრძნობს და თავისებურად აღიქვავს ყველაფერს ^^ თუმცა ახლა ნამვილად დაგეთანხმები, რომ ახლა მეც მაღიზიანებს მასეტ რადიკალური გამონათქვამები

      • გვირილა – – ნამდივლად გეთახმები, ცხოვრება ბევრს გვასწავლის და ახლა ნამდვილად ვერ დავწერ და ვერ ვიტყვი იგიეს რაც მწიერია ამ პოსტში. გრტძნობების მართვა და არასაჭირო ადამიანების დავიწყება ნამდვილად ვისწავლე.. ყველა თვის შეცდომებზე და საკუთრ გამოცდილებებზე სწავლობს.. უბრალოდ ძალიან მომწონდა ყოვლეტვის ეს ჩანაწერი , რაღც გულით მაქვს დაწერილი (ხო კაი ცოტა მაცადეთ თავის დაფასება) და მაგიტომ გამოვაქვეყნე ^^ თან მივაწერე რომ არაფერი შემიცვლია..და სიე რომ გადავავლე თვალი ნამდვილად მინდოდა ბევრი რამის გადასწორება ^^

  15. მოგიკვტი :დ

  16. მომეწონა… ცხოვრებაში ყველაფერს გამოცდის ადამიანი

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: