ჩვენ ნარკომანები ვართ! (ანუ სერიალები ჩვენს ცხოვრებაში)

XXI საუკუნე. თბილისი… ახალგაზრდობა მთელი დღეები საუბრობს ზებუნებრივ მოვლენებზე, ვიღაც დაკარგულ–გადაკარგულებზე, ელის ციხიდან პატიმრების გაქცევას, სწამთ ვამპირების და მოჩვენებების, მთელი გულით სჯერათ, რომ ერთ კოჭლ ექიმს შეუძლია ნებისმიერი დაავადების აღმოჩენა და განკურვნა….

სერიალები  დიდი ხნის წინ შემოგვესივნენ. ჩვენ თავიდან უარვყოფნით ამ ფაქტს, თავს ვაჯერებდით, რომ ნებისმიერ დღეს შეგვეძლო ამაზე უარის თქმა და გვიხაროდა, რომ  არც გვეცალა ტელევიზორის საყურებლად. მაგრამ თბილისში ინტერნეტი გამოჩნდა და ახალგაზრდობა მიხვდა, რომ შეუძლია  სერიალს ნებისმიერ დროს უყუროს და არ მოუწევს საღამოობით კონკრეტულ დროს ეკრანთან ჯდომა.

ოოოო!!!! გამოვიდა „ზებუნებრივის“ ახალი სერია. და ყველგან: სახლში , სამსახურში, ქუჩაში, მეტროში, ავტობუსში ჩამესმის ყურში: გამოვიდა ახალი სერია? გუშინ? უყურე? არა? აუ, უყურე, იცი რა ძალიან მაგარია? არ უყურებ? აუ რა ბანძი ხარ“.

ჩვენ მშობლებს დავცინით, როდესაც ისინი ტელევიზორში ესპანურ და ბრაზილიურ სერიალებს უყურებენ და ყველას გასაგონად ვსაუბრობთ მათი სიუჟეტების უაზრობაზე, თუმცა შინაარსი, ძალაუნებურად,  მაინც ვიცით. რატომ არის ტელევიზორის სერიალები „ბანძი“ და ჩვენი „მაგრები“? სერიალები, რომლებსაც ჩვენ ვუყურებთ გათვლილია ახალგაზრდა მასაზე. იქ ვნახავთ თავგადასავლებს, სიყვარულობანას, უცნაურ და ამოუცნობ მოვლენებს. რუსთავი2–ის და იმედის სერიალები კი განკუთვნილია დიასახლისებზე, მოსახლეობაზე, რომლებმაც ბევრი ნახეს ცხოვრებაში და უბრალო, სტანდარტული და წინასწარ განსაზღვრული სცენარის ნახვით დასვენება სურს.  არ დაგავიწყდეთ ის ფაქტიც, რომ  სხვა თანამედრიოვე „ძერსკი“ სერიალების ყურების საშუალება არც აქვთ (ვგულისხმობ “Sex and the Sity”, „Desperate Housewives“) და უყურებენ იმას, რასაც აჩვენებს ტელევიზორი. ინტერნეტის გამოყენება უმრავლესობამ არც იცის და თან, როგორ უყურონ,  კომპიუტერი ხომ  ჩვენს მიერ არის „ოკუპირებული“. ჩვენც ვართ ისე შემჯდარი ექიმ ჰაუსზე თუ ზებუნებრივზე, როგორც ჩვენი მშობლები თავის დონ ხუანებზე და იზაბელებზე.

ეს ნარკოტიკია,  მშობლები ღებულობენ მას დღეში განსაზღვრულ დროს და ცოტ–ცოტას, ჩვენ კი ნებისმიერ დროს და განუსაზღვრები რაოდენობით. მე პირადად ზოგჯერ „პერედაზიროვკებიც“ მომსვლია: ამ ახალ წელს გრიპი მქონდა და ვერსად გავდიოდი, რა უნდა მეკეთებინა? გადავწყვიტე „გმირების“თავიდან ყურება. ერთ დღეში 10–მდე სერიის ყურების შემდეგ, ღამით სულ მესიზმრებოდნენ  გმირები და ხალხს ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებდი, ჩემში ვეძებდი რამე ზებუნებრივ ძალას და სხვა უაზრო უბედურებები მჭირდა.

მოდით განვიხილოთ სერიალების ძირითადი სქემები: კონცეპტუალური და სიუჟეტური. პირველ შემთვევაში ჩვენ გვაქვს ფორმატი დასაწისისა და დასასრულის გარეშე.  ასეთი ტიპის სერიალებში, ყოველ სერიაში ერთი და იგივე პერსონაჟები თითქმის ერთსა და იმავე ტიპიურ სიტუაციებში ხვდებიან. უმარტივეს მაგალითს მოვიყვან: თუ გახსოვთ სერიალი „კოლომბო“. როგორ მიყვარდა ბავშვობაში ეს სერიალი და რა საინტერესოდ ხსნიდა ჩახლართულ საქმეებს (მმმ).  ყოველი სერიის დასაწყისში იყო დანაშაული და გამოცანა,  სერიის ბოლოში კი სასჯელი და საიდუმლოს გამოცნობა.აქ ვერ დავინახავდით ძირითად გრძელ სიუჟეტს თავისი „to be continued“–ით და არ გვიწევდა შემდეგი სერიის მოუთმენლად ლოდინი. თითოეული სერია დამოუკიდებელი იყო.

სერიალის მეორე ტიპი – სიუჟეტურია. აქ მოქმედება მიდის, როგორც გრძელ რომანში. აქაც არიან მუდმივი პერსონაჟები, მაგრამ არიან დროებითებიც, რომლებიც ან 10 სერიაში იღებენ მონაწილეობას, ან უბრალოდ 2–3–ში და მაინც დიდ გავლენს ახდენენ მთავარი მოქმედი პირების ბედ–იღბალზე. თითოეული სერია წიგნის მომდევნო თავს გვაგონებს. ასეთი სერიალის არსის გასაგებად, საჭიროა მისი ყურება პირველივე სერიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთბაშად ძნელია ჩაწვდე მიმდინარე ამბებს. თუმცა დიდ დახმარებას გვიწევს  სერიის დაწყებისას „წინა სერიების მოკლე მიმოხილვის“ ჩვენება. სხვათა შორის, ამას „სპოილერს“ ეძახიან.

თუმცა, არსებობს სერიალების მესამე ტიპიც: „შერეული“. თითქმის ყველა თანამედროვე  ახალგაზრდული სერიალი მასეთი ტიპისაა. (ჰაუზი, ზებუნებრივი, სმოლვილი და ა.შ.) ამ სტილის სერიალებში  არის ერთ სერიანი ამბავიც და ძირითადი სიუჟეტული ხაზი, რომელიც სერიიდან სერიამდე გრძელდება.

არასოდეს გებადებოდათ კითხვა: რატომ ვუყურებთ სერიალებს? ნუთუ მარტო უსაქმურობის გამო?

როგორც ერთ–ერთ საიტზე წავიკითხე: „სერიალის ყურებისას ადამიანი იკმაყოფილებს სოციალური ადაპტაციის მოთხოვნილებას“. სერიალები, ისე თუ ასე, გვიჩვენებენ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, რა არის კარგი და რა ცუდი. სერიალები გვეხმარებიან არ ვიფიქროთ საკუთარ პრობლემებზე და გადავერთოთ სხვის ბედ–იღბალზე, ვისწავლოთ მათ  შეცდომებზე.

ტელევიზორის ჩართვისას ან კომპიუტერის ეკრანზე „play“–ის დაჭერისას ჩვენ თითქოს ვწყდებით რეალურ სამყაროს და ვცხოვრობთ სხვისი პრობლემებით. შეიძლება დამეთანხმოთ, რომ ეს კარგია დეპრესიების და ცუდად ყოფნის დროს, მაგრამ ბევრჯერ მინახავს სიტუაცია, როდესაც კარგ გუნებაზე მყოფი ადამიანი  სერიალის ყურების შემდეგ იწყებდა ტირილს ან სერიოზულ დეპრესიაში ვარდება “ვაიმე ეს როგორ მოკვდა“. ზოგს ისე უხარია მომდევნო სერიის ჰეპი  ენდი, რომ ვერ იმჩნევს ირგვლივ მყოფებს და მომდევნო და მომდევნო სერიების მოლოდინში იგრუზება, ნერვები ეშლება და ა.შ

განსაკუთრებით გოგოების სიტუაციაა სავალალო. მათ ისე უყვარდებათ სერიალების მთავარი მოქმედი გმირები, რომ დღედაღამე მათზე ოცნებებში ატარებენ და გარეშემო მყოფ ბიჭებს არც აქცევენ ყურადღებას  ან ეძებენ სატრფოს, რომელიც მათ კუმირს ჰგავს.

ავტორებს როდესაც აგვიანდებათ სერიალის მომდევნო სერიის გამოსვლა, მოსახლეობას ლომკები ეწყება. თან როგორი!!! ხდებიან აგრესიულები, დიდხანს ჭორაობენ სერიალის სიუჟეტზე, ლანძღავენ საწყალ ავტორებს, ან უბრალოდ ცდილობენ არსებული „სიცარიელე“ სხვა სერიალის ყურებით შეივსონ.

ცუდი თუ კარგია სერიალების ყურება – ეს თქვენი გადასაწყვეტია, უბრალოდ გაითვალისწინეთ ერთი მომენტი: სერიალები გვართმევენ ყველაზე ძვირფასს რესურსს – დროს!!! და ეს თუ არ გენანებათ, სხვა ფაქტორებს აღარ აქვს მნიშვნელობა.

Advertisements
Categories: AUDIO/VIDEO, ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , , , , | 37 Comments

პოსტის ნავიგაცია

37 thoughts on “ჩვენ ნარკომანები ვართ! (ანუ სერიალები ჩვენს ცხოვრებაში)

  1. მე არ ვუყურებ სერიალებს. 🙂

  2. ბოლო სერიალი, რომელსაც ვუყურე და ძალიან მომეწონა, “შერლოკი” იყო.

    დანარჩენი მეტ-ნაკლებად ერთნაირია. თუმცა, იმ ერთნაირებშიც არის კარგიც და ცუდიც, სახალისოც და უაზროც, იაფფასიანიც და ღირებულიც.

    თუ დამაინტერესებს, ვნახავ, მაგრამ “xxx-მანი” არ გავხდები.

  3. ბლოგის – 5 ვარსკვლავი.
    ფეისბუქის – 1 ლაიქი. ^^

  4. ნუ გამოგიტყდები ვუყურებ ერთ სერიალს სახელად one tree hill,რომლიც ორი წლის წინ მივატო და ისევ განვაახლეე.ეს ერთადერთი სერიალია , რომელიც ძალიან მომწონს და ბევრი ისეთ, რამეს ამბობენ იქ მისი გმირები რომ ხახდახან დამაფიქრებს ხოლმე.არ ვიცი ძაან პოზიტიური სერიალია, ნუ იქ ვერ ნახავ ვერც ფანტასტიკას, ვერც სასწაულებს, უბრალოდ 5 მეგობრის ისტორია, რომელბიც ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვულნი. ერთი უბრალო ცხოვრებისეული სერიალიაა.

    • არ გეგონოთ, რომ ვინმეს გადანაშაულებდეთ ან ვამბობდე: ტფუი რა ცუდია ამ სერიალების ყურება…. არანაირად, მე თვითონ ვუყურებ “gossip girls”, “heroes”, ‘lie to me”, მეც უაზროდ ვფლანგავ დროს, საქმე როდესაც არ გაქვს ადამიანს – რა უნდა გააკეთო

      და ისე შენმა სერიალმა დამაინტერესა, ვნახავ ერთი

  5. სერიალის ყურება რომ მინდოდეს, 1 სეზონზე მეტს მაინც ვერ ვუყურებ… მბეზრდება დაუმთავრებელი სერიალები და ახლა რაც გადის ყველა ეგეთიე. ერთადერთი ანიმეებს ვუყურებ როდესაც საქმე არ მაქ საერთოდ 🙂

  6. მომილოცეთ მეგობრებო, მე სერიალებს არ ვუყურებ!..

    • შენ მგონი უცხოპლანეტელი ხარ :))) აბა რითი ერთობი?

      • ტიტუუუ!.. ღმერთო კი მომკალი 🙂 რითი ვერთობი და მთელი დღე ან უნი-ში ვარ, ან სამსახურში ამ უკანაკნელისგან ერთი კვირაა ვისვენებ ახლა ობიექტურ მიზეზთა გამო). მერე ვამოწმებ ჩემ და თქვენ ბლოგებს და მერე ვიძინებ, ან თუ დრო დამრჩა ვკითხულობ. ზოგჯერ ვსეირნობ საღამოობით.
        ჰა, რა დაადგინე, უცხპლანეტელი ვარ? 🙂 თუ რამე, მითხარი, არ დამიმალო 🙂

  7. მე სერიალებთან მიმართებაში მონოგამი ვარ. მხოლოდ ლოსთს ვუყურებდი :შ

  8. ერთგულო შენა ^^

  9. გვირილა, შენ ჩემნაირო ^_^ ^_^

  10. მე კი არ ვაღიარე, დასკვნა გამოვიტანე შენი ნათქვამიდან (ჩურჩულით: ეს რა დამემართა, ეს რა დამემართა, კინაღამ გაიგეს უცხო პლანეტელი რომ ვარ (თავშიხელებსროიშენსისეთისმაილი)) 😀

  11. -გამარჯობა, მე ქეით ალუკარდი ვარ და მე სერიალომანი ვარ : |
    :ტაში დარბაზში:

  12. დასვენებისა და განტვირთვისთვის არა უშავს, შევხედავ ხოლმე ხანდახან… 🙂
    “ჰაუსი” ძალიან მიყვარს, “ზებუნებრივი” არ მინახავს და არც ვაპირებ, “სიცრუის თეორიასაც” არა უშავს 🙂
    კარგი პოსტია, მაგრამ დროის ფლანგვის იმდენი საშუალება არსებობს კიდევ, რომ მაინცდამაინც სერიალებზე ხელის აღება არ უშველის მაგას 🙂

    • ვაიმეე, თამარ შენ “ლაი თუ მი”-ს უყურებ? რესპექტ. ტბილისში ადამიანი ვერ ვნახე ვინც უყრურებს ამ სერიალს და როგორ გამახარე :*:* ❤ ❤

  13. -ერთადერთ სერიალს ვუყურებ ,მაგრამ ჩემი სამი წლის შვილიშვილი თურმე ყველა სერიალს უყურებს(ჩემთან არ ცხოვრობენ),რამაც ძალიან დამაფიქრა…ზეპირად იცის,რომელ არხზე რომელი სერიალია,იცის მოქმედი პირების სახელები და “ბოროტი” და “კეთილი” პერსონაჟები.

    • სამი წლისამ ამდენი იცის? ერტი მხვრივ კარგია. ბავშვს კარგი მეხსიერება უვითარდება. და მეორე მხვრივ.. ბავშმა მულტფილმებს უნდა უყუროს და არა სერიალებს :)))) თან ჩვენი ქართულ;ი ტელეარხების სერიალები ხო საერთოდ კრახობაა//

  14. მე ვუყურებ ჰაუს, მენტალისტს, ფსიქოს, ეხლა ვამპირების დღიურის ყურება დავიწყე და ამაზე მინდოდა დამეწერა :დ

    აი ხო ვუყურებ, მაგრამ ვთვლი რომ დამოკიდებული არ ვარ.. ნებისმიერ დროს შემიძლია შევწყვიტო ყურება.

  15. მე მარტო ჰაუსს ვუყურებ ^^

  16. ადრე იყო წიგნები–და მატ გმირებზე ’აფანატებდნენ’ და ღამეები არ ეძინათ.იმ ავტორის თითოეულ წიგნს სულმოუთქმელად ელოდნენ.ვითარდება ტექნოლოგიები და უკვე ფილმები ანაცვლებს ნაწილობრივ წიგნის კითხვას–მაგრამ ფილმის სიუჟეტის რეალობა უფრო კარგად ჯდება გონებაში და აქედან გამომდინარე ზეგავლენა ადამიანზე უფრო დიდი აქვს.მერე დაიწყო სერიალების ხანა–და ისინი კიდევ უფრო მეტ ზეგავლენას ახდენენ–რა თქმა უნდა –პოტენციურად ტაც მეტ დროს ადევნებ ადამიანს თვალს ეკრანზე,მით უფრო მყარად ’ჯდება’ გონებაში.ისე,კარგია ამდენნაირი სერიალი თუ კინო რომ არსებობს,გემოვნება ყალიბდება–და ეს უკვე თითოეული ადამიანის მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობს.ამიტომ არიან ისინი,ვინც კოლუმბიურ-ბრაზიოლიურ რომანტიულ-ტრაგიკულ სერიალებს უყურებს და ისეთებიხც(მე მაგალითად) ვისაც სერიოზული ,მეცნიერული ან რაიმე ფსიქოლოგიური ან უბრალოდ სათავგადასავლო სერუიალები ხიბლავს.თუმცა მე არ ველოდები და დრო არ მაქვს დანიშნული–არიქა და ’ჩემი’ სერიალი იწყება თქო,მაგრამ თუ ტელევიზორში ’შემხვდა’ არ გადავრტავ მაინც.მაგრამ ამ ბოლო დროს ტელევიზორს საერტოდ არ ვუყურებ დრე,უფრო ზილის წინ.

  17. სულ რაღაც ხუთ სერიალს ვუყურებ ❤
    რა ვქნა ძალიან მიყვარს და შევეჩვიე 🙂 მყავს მეგობრები,ვინც მინიმუმ 15 სერიალს უყურებს.. 😀

  18. სერიალებს არ ვუყურებ, ბავშვობაში უფრო ვიყავი ჩაფლული, სასწრაფოს ვუყურებდი და კოლომბოს, მაშველებს და ალფს , მართლა სულმოუთქმელად ველოდებოდი ახალ სერიას. ახლა? ახლა თუ შემთხვევით მოვხვდი ტელევიზრთან და დაემთხვა შეიძლება ჰაუსს შევავლო თვალი, ან სასოწარკვეთილ დიასახლისებს, თითებზე რომ დავითვალოთ სულ ალბათ 5-6 სერია მექნება ნანახი თითოეულის… არ მიყურებია არც დაკარგულებისთვის და არც გაქცევისთვის, არა და ჩემს გარშემო ყველა მაგათზე ლაპარაკობდა, მათი ფრაზებით მეტყველებდნენ. ერთხელ რომ ვთქვი არ ვუყურებმეთქი ისეთი გაოგნებული სახეებით დამიწყეს ყურება, აშკარად უსიტყვოდ მითხრეს “შე გოიმოო” და რა ვქნა მირჩევნია ასეთი გოიმი ვიყო ვიდრე სერიალებზე დამოკიდებული… 🙂

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: