კომპანიების პარადოქსული შეცდომები #1

მინდა შემოგთავაზოთ მსოფლიო, და არა მხოლოდ მსოფლიო, დონის კომპანიების მიერ  სახელწოდებების თარგმნის პარადოქსული შეცდომების კოლექცია.

ყველამ იცის General Motors–ის არსებობის შესახებ.  ის მსოფლიო დონის კომპანიად არის აღიარებული,  თუმცა მისმა  „პროდუქტმა“ Chevrolet Nova–მ  სრული ფიასკო განიცადა ლათინური ამერიკის მანქანების ბაზარზე. როგორც შემდგომში გაირკვა „No va“ ესპანურად ნიშნავს: მოძრაობა არ შეუძლია.

ამერიკაში პოპულარული ლუდი Coors თავის რეკლამებში იყენებდა შემდეგ სლოგანს: Turn It Loose! (მიახლოებითი მნიშვნელობა – გახდი თავისუფალი). ესპანურ ენაზე ეს 3 სიტყვა  ისე გადათარგმნეს, რომ გამოვიდა (უკაცრავად გამოთქმისათვის) – დაიტანჯეთ ფაღარათისაგან.

ამ კოლექციაში მომდევნო ადგილი უჭირავს პარფიუმერულ კომპანიას Clairol (made in USA). გერმანიაში მან წარმოადგინა მშრალი დეზოდორანტები სლოგანით „Mist Stick“ (მიახლოებითი მნიშვნელობა: ნისლიანი დეზოდორანტი).  ეს კომპანია ძალიან უცნაურად მოიქცა და  სლოგანი დატოვა თარგმანის გარეშე. თუმცა აქ ვერ გაითვალისწინა ერთი პატარა ნიუანსი:გერმანულად Mist (ინგ. ნისლი) განავალს ნიშნავს.

გავაგრძელოთ…

კომპანიამ Colgate-Palmolive–მა ფრანგულ ბაზარს წარუდგინა კბილის პასტა „Cue“. ცოტა მოგვიანებით ამერიკელებმა აღმოაჩინეს, რომ ზუსტად ამ სახელწოდების პორნო ჟურნალი ძალიან პოპულარული იყო საფრანგეთში (ინტერნეტში დიდხანს ვეძებდი ამ ჟურნალს და, სამწურად, ვერ აღმოვაჩინე)

ყველაზე შოკისმომგვრელი სლოგანი გამოიყენა კომპანიამ Pepsi–მ ჩინეთის ბაზარზე. მან სიტყვა სიტყვით თარგმნა „Come Alive With the Pepsi“ და მიიღო დაახლოებით შემდეგი თარგმანი – “პეპსი გააცოცხლებს თქვენს წინაპრებს.“

ჩინეთის ბაზარზე Pepsi–ის არაფრით ჩამოუვარდება მისი კონკურენტი Coca-Cola (სოსა–სოლა 🙂 ). თუმცა ეს უკანასკნელი  დიდხანს ფიქრობდა საკუთარი ბრენდის სახელწოდების წარმოდგენაზე ამ ბაზარზე. აქ, ლოგიკურია, იბადება კითხვა: რა სახელის მოფიქრებაზე მიდის საუბარი, როცა მთელ მსოფლიოში Coca-Cola არის  Coca-Cola . საქმე იმაშია, რომ ამ გამაგრილებელი სასმელის სახელს ჩინელები წარმოთქვავენ  როგორც „კეკუ–კელა“, რაც მათ ენაზე ნიშნავს „უკბინე ცვილის თავკომბალას“ (OMG).  კომპანიას მოუწია დაახლოებით 40 000 ვარიანტის ( ეს რიცხვი საეჭვოა!!!) გადარჩევა და ბოლოს ბრენდის სახელწოდებად აირჩიეს „კოკუ კოლე“, რაც ნიშნავს „ბედნიერება პირშია“.

Perdue Farms (აქაური „კოდას“  ამერიკული ვარიანტი  🙂 ) იყენებდა სლოგანს „it takes a strong man to make a tender chicken“ (მიახლოებითი თარგმანი – ნაზი ქათმის მოსამზადებლად საჭიროა ძლიერი მამაკაცი). ესპანურ ენაზე ამ ფრაზამ სხვანაირი მნიშვნელობა მიიღო  ქათმის დასარბილებლად საჭიროა სექსუალურად აღზნებული მამაკაცი.

ჩვენი დაცინვის შემდეგი ობიექტია საწერი კალმების კომპანია Parker. მისი სლოგანი შემდეგნაირად ჟღერდა: : It won’t leak in your pocket and embarrass you (მიახლოებითი თარგმანი: არასოდეს გაჟონავს თქვენს ჯიბეში და არ შეგიქმნით დისკომფორტს).  ამ მიამიტმა კომპანიამაც სცადა ესპანურ ენასთან  „შებრძოლება“ და გადაწყვიტა საკუთრი სლოგანის გადათარგმნა. გენიალური მთარგმნელების მიერ 2 სიტყვაში შეცდომის დაშვების წყალობით  ესპანელები დიდხანს ხითხითებდნენ. ფრაზა გამოვიდა შემდეგნაირი: Parker  – ის არასოდეს გაჟონავს თქვენს ჯიბეში და არ დაგაორსულებთ. (yahooooo!!!)

მოვიდა American Airlines–ის ჯერიც. თავის დროზე  საკუთარ თვითმფრინავებში ამ კომპანიამ დააყენა ტყავის სავარძლები და, რათქმაუნდა, მოუნდა მომხარებლისთან ამ სიხარულის გაზიარება. ინგლისურად სლოგანს დასაწუნი არაფერი ჰქონდა „Fly in Leather“ – იფრინე ტყავში, მშვენიერი იყო. თუმცა მექსიკურ ენაზე  გადათარგმნის შედეგად , ჩემი აზრით, სლოგანი უფრო მიმზიდველი და დამაინტრიგებელი გახდა – „იფრინე შიშველმა“–ო.

და ბოლოს…

ამერიკაში არებობს ბავშვთა კვების კომპანია Gerber, სხვათაშორის ძალიან პოპულარულიცაა. ხოოოდა, ერთ მშვენიერ დღეს ამ კომპანიამ გადაწყვიტა დახმარებოდა აფრიკელ ბავშვებს და გაუგზავნა საკუთარი პროდუქცია.  პროდუქციის შეფუთვაზე გამოსახული იყო გაღიმებული პატარა ბავშვი და ეწერა პროდუქტის სახელწოდება და შემადგენლობა. მოგვიანებით ჩვენი ძვირფასი კომპანიის მარკეტოლოგებმა  აღმოაჩინეს (აქამდე სად იყვნენ, ნეტავ), რომ აფრიკაში მოსახლეობის უმრავლესობა გაუნათლებელი იყო  და წერა–კითვა არ იცოდა (არც ინგისურად და არც საკუთარ ენაზე) .  ადგილობრივი კომპანიები, რათქმაუნდა, ითვალისწინებდნენ ამას და პროდუქტის შეფუთვაზე სურათის სახით მიანიშნებდნენ მომხმარებლებს შეფუთვის შიგთავსის შემადგენლობას. ალბათ უნდა გვენახა აფრიკელების სახე, როდესაც, წესით, მათთვის განკუთვნილ  საჭმლის ქილაზე გაღიმებული ბავშვის სურათი აღმოაჩინეს (კანიბალებს ძალიან გაუხარდებოდათ).

ჩემი სუბიექტური აზრით, ეს კურიოზები ნამდვილად სახალისო და სასაცილოა, მაგრამ გული მწყდება, რომ მსოფლიო დონის კომპანიაში მომუშავე ადამიანი არ ითვალისწინებს ახალი ბაზრის თავისებურებას,  მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ყველაზე მნიშვნელოვანს – სახელწოდებისა და სლოგანის თარგმანს.

გულახდილი ვიქნები  და გაგიმხელთ ჩემს საიდუმლოს: ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი ქართველი მარკეტოლოგების მიერ  ბრენდების მოფიქრებული  სახელწოდებებითა და სლოგანებით, თუმცა ამ პოსტიდან გამომდინარე ახლა უკვე ვხვდები – რა უნდა მოვთხოვო ჩვენებს,  როცა ამხელა „ფილარმონია“ კომპანიებმა ვერ მოაბეს ამ საქმეს თავი. თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ  ეს ფაქტი ჩვენებს მაინც არ ამართლებს.

დასკვნა: ყველაფერი ადამიანის სიზარმაცის ბრალია.

კომპანიების პარადოქსული შეცდომები #2

Advertisements
Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , | 33 Comments

პოსტის ნავიგაცია

33 thoughts on “კომპანიების პარადოქსული შეცდომები #1

  1. მიცუბიში პაჯეროს ესპანეთში სასწრაფოდ გადაარქვეს სახელი, რადგან ესპანურად ცუდი რამ გამოდიოდა…

    საბჭოთა ჟიგულის საექსპორტო მოდელს ლადა დაარქვეს, იმიტომ რომ ჟიგული ფრანგებისთვის ჟიგოლოსთან ასოცირდებოდა…

  2. : ))))))))))))))))))) aset siashia mitsubishi Pajeroc 😀 romelic espanurenovan qveynebshi zalian uxamsad jgerda turme da gadaarqves 😀

  3. ^_^ magalitebi dzalian bevria, yvelas verc chamovtvlidi, mere kidev davdeb ^^

  4. გააგრძელე აუცილებლად. სახალისო ფაქტებია 🙂

  5. თან სახალისო თემაა და თან საინტერესო…
    ისე, ნეტა ეს პოსტი იქამდე წამეკითხა, ბიზნესში რომ მქონდა ასეთები ჩასაბარებელი…

    აი, ერთი ასეთი მახსოვს: ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც აწარმოებდა ხელსახოცებს, თავისი პროდუქცია გაიტანა ბრიტანეთის ბაზარზე, მაგრამ სასაცილო პრობლემა შეექმნა რეკლამაში გამოყენებული ფრაზის გამო: you will have no finer napkins for your dinner table (დაახლოებით ნიშნავს: უკეთეს ხელსახოცებს თქვენი მაგიდისთვის ვერ იპოვით). თუმცა, ბრიტანეთში napkin-ს სრულიად სხვა, პამპერსის მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც დასრულდა ამ კომპანიის ბრიტანულ ბაზარზე “განავარდება” კრახით…

  6. ჭეშმარიტად სიანტერესო პოსტია, ბოლოს და ბოლოს ქართველ მარკეტოლოგებს თუ არა, საკუთარ თავს ხომ მაინც ვაპატიებთ რაღაც შეცდომებს:დ

  7. ჰაჰა… ვიხალისე.
    ყოჩაღ! )))

  8. უჰ. ვიხალისე. ^_^ სხვათაშორის, რაღაცეები მაშინ მომიყევი, მარკეტინგს რომ მამეცადინებდი და ჩამრჩა თავში 😀

  9. ააა… ნაცნობი რამე-რუმეები 🙂

    ჯენერალ ელექთრიქის მაცივრის რეკლამა, სადაც ღორის ხორცი ჩანდა – არაბულ ქვეყნებში. 🙂

    ისე, ისიც პარადოქსალური შეცდომაა, სთივ ჯობსი IBM-დან რომ გააყუმბარეს – პერსონალური კომპიუტერი არააქტუალურიაო.
    და Phillips, რომელმაც პირველმა შექმნა CD-ფლეერი, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ ბაზარი ჯერ არ იყო მზარ ამ პროდუქტისთვის – შედეგად გამოფენაზე მორიტამ ნახა ფლეერი და სონიმ გამოუშვა პირველმა.

    • სასწავლებელში ხშირად მომყავს მაცივრის მაგალითი 🙂
      და ფილიფსზე ნამდვილად არ ვიცოდი :)))))))))))))))0 კაი ინფრომაციაა

      • შენ ასწავლი, ჯესი?

      • ა… ჰო მაშინ… ცოტა უტრირება გავუკეთე. 🙂
        უფრო ზუსტად ასე იყო – CD იდეა ფილიფსის ინჟინრების იყო. თუმცა მათ მალე სონი შეუერთდა და ერთობლივად მუშაობდნენ, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ ფილიფსი ამას მომავლის ტექნოლოგიად აფასებდა და სონი იმ დღის. არც ამერიკული კომპანიები განიხილავდნენ როგორც სწრაფად განხორციელებად პროექტს. ყოველ შემთხვევი მორიტა ასე ამბობს. 🙂
        უფრო ადრე მსგავსი რამ მოხდა ვიდეომაგნიტოფონის შემთხვევაში. იდეა ბრიტანელი მეცნიერების იყო, მაგრამ ბრიტანეთში ამით არავინ დაინტერესდა. იქ ამას თეორიული კვლევის სახე ქონდა, სონიმ კი რამდენიმე თვეში უკვე პროტოტიპი დაამზადა.
        ნობელის პრემიის რაოდენობებით ფიზიკაში ვთქვათ, იაპონია ბევრ ქვეყანას ჩამორჩება, მაგრამ ტექნოლოგიურად ნამდვილად არაა ჩამორჩენილი. ასე რომ ბევრი იდეა აქვთ ეგრე “მოპარული”. 🙂 უბრალოდ იქ ბევრად სწრაფად ხდება დანერგვა, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

  10. არა, იესემში ვსწავლობდი და ეს მაგალითებიც იქ მოჰქონდათ ხოლმე..და ახლა კიდე მაგისტრატურაზე ვსწავლობ და მაგალითები როცა საჭიროა ვამბობ ხოლმე ^^

  11. I see. ენამ მიყივლა – ლექტორი გახდები 🙂

  12. არამგონია , მაგრამ მგონი კაი ლექტორი ვიქნებოდი :* ^^

  13. რა მაგის პასუხია და მგონი, ვორდპრესის გამოწერის სისტემა არ მუშაობს.

  14. მართალი იყავი 😦 შებს ახალ პოსტზე არ მომსვლია მეილი.. არ მუშაობს საბსკრაიბერობა რაღაც 😦

  15. გამოხმაურება: კომპანიების პარადოქსული შეცდომები #2 « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპატი

  16. გამოხმაურება: ბრენდის შეფუთვა « გაუწონასწორებელი ფსიქოპათის ბლოგი

  17. სახელები ერთია და იდიოტური ლოგოები რომ აქვთ ზოგიერთებს ეგ უფრო მაგარია 🙂 ეგენი ადრე პოსტში მოვაგროვე აი ამის ჩათვლით https://fbcdn-sphotos-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash4/418743_290778857644163_200500670005316_735578_1563433235_n.jpg

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: