ვალენტინობა

სიყვარულის დღე…

All we need is love, love.. love is all we need.

ძალიან მოსიყვარულე ადამიანი გახლავართ. რუსულად კარგად ჟღერს “Любвиобильная”. ძირითად შემთხვებებში ყველა მიყვარს  🙂 . ბანალურია? კი , მაგრამ ასეთი ვარ.

Single–ობის მიუხედავად, მაინც მიხარია ვალენტინობა. მიყვარს ქუჩაში ყვავილებით ხელში მდგომი ბიჭის ყურება.მისკენ მიმავალი გოგოს შემჩნევა. შემდეგ გოგოს გაბრწყინებული სახე, ჩახუტება, კოცნა, გადახვევა და მათი ტკბილად გაუჩინარება …

love , love , love

ყველაზე მეტად კი მსგავსი სცენების ყურება  არავალენტინობის დღეებში მსიამოვნებს…

მაგრამ ამ დღეს აქვს მეორე მხარეც….

რატომ უნდა გვიხაროდეს და ვჩუქნიდეთ საყვარელ ადამიანებს საჩუქრებს და რომანტიკულ საღამოს ვატარებდეთ სხვების მიერ დაწესებულ დღეს?

გულისამრევად ბანალური ვიქნები, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ სიყვარულის დღე ყოველი გათენებული დღე უნდა იყოს. როცა გვიყვარს და როცა ვუყვარვართ არ აქვს მნიშვნელობა 14 თებერვალია თუ 3 მაისი.

მოგეხსენებათ შეყვარებული წყვილები ამ დღეს ერთად ატარებენ და ბევრისთვის მიკითხავს, თუ რატომ ხვდებიან ამ დღეს ერთმანეთს. ბიჭების მხრიდან ძირითადად შემდეგნაირ პასუხს ვიღებდი: საჭიროა… ვალენტინობაა…უნდა ვნახო.

ამ დღეს ბიჭების უმრავლესობა ხვდება თავის მეორე ნახევარს არა იმიტომ, რომ გულით უნდა და არა იმიტომ, რომ ამ დღეს მთელი წელი ელოდა, არამედ  უბრალოდ იმიტომ, რომ უნდა ნახოს, წინააღმდეგ შემთვევაში “მეორე ნახევარს” ეწყინება დ შემდეგ დაიწყება ისტერიკები და გაბუტვები და ბლაბლაბა..

გოგონების უმრავლესობა  (თინეიჯერულ ასაკში განსაკუთებით) ამ დღეს ძალიან ელის.. რატომ? მგონი თვითონაც არ იციან. უბრალოდ იციან, რომ ეს დღე ძალიან უნდა უხაროდეთ, აუცილებლად უნდა იყვნენ შეყვარებულთან ერთად ( თუ არა და დეპრესიები ეწყებათ) და რაღაცას ელიან. რას? თვითონ ვერ ხვდებიან.

ბოლოს როდის ვიყავი  შეყვარებული და როდის ავღნიშნე  14 თებერვალი „აჩერედნოი“ მეორე ნახევართან ერთად აღარც მახსოვს, ან რისთვის არის საჭირო ასეთი კონკრეტული დღის დამახსოვრება. მე მაქვს ჩემი დღესასწაულები და ჩემი „სიყვარულის დღეები“.

ნუ გგონიათ,  რომ Single-ობის გამო დაბოღმილი ვწერ ამ ყველაფერს. ვინც მიცნობს მიხვდება, რომ ამ ყველაფერს ვწერ არა იმიტომ, რომ ვერ ვიტან შეყვარებული წყვილების ყურებას და „უსუ–პუსუების“ გაგონებას ყველა მხრიდან, არა! მე თვითონ ვარ მასეთი: გიჟი რომანტიკოსი, უაზროდ სენტიმენტალური და მსგავსი  დღესასწაულების მოყვარული პიროვნება (OMG). შეყვარებულებო, მე ამას ვაბობ იმისთვის, რომ  ვალენტინობა გაგიხარდეთ მთელი გულით  და  არა იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ და თქვენც უნდა (ვერ ვიტან ამ სიტყვას!!) გაატაროთ ის საყვარელ ადამიანთან ერთად.

მე მიყვარს ვალენტინობა. თავისებურად, მაგრამ მიყვარს.

ამ წელს უმშვენიერესი ვალენტინობა მქონდა…

სწრაფი მომზადების სუპის მაკარონებისგან უცბად მოვახარშეთ “სპაგეტი”, ზემოდან დავაყარეთ კუბიკებად დაჭრილი ვიჩინა,  ავადუღეთ ჩაი, ჩავრთეთ რომანტიკული მუსიკები, ავანთეთ სანთლები, ჩავაქრეთ შუქი და შევუდექით ვახშამს, სიცილს, კისკის და სიმღერას…

თქვენ შემეკითხვებით :  ვისთან ერთად?

ჩემს უსაყვარლეს დაიკოსთან ერთად.

^_^

გიყვარდეთ ხალხნო ერთმანეთი 🙂

Advertisements
Categories: ზოგადსაკაცობრიო თემები | ტეგები: , , , , , | 9 Comments

პოსტის ნავიგაცია

9 thoughts on “ვალენტინობა

  1. nia

    უი მე ვნახე თქვენი სპაგეტი ^^

  2. პირველი წერილია, რომელმაც დღეს კარგ ხასიათზე დამაყენა. მადლობა 🙂

  3. სრული სიმართლე დაგიწერია შეჩ :*

  4. მართალი ხარ, ჯესი 🙂 თუ გიყვარს, ყველა დღე სიყვარულის უნდა იყოს, მაგრამ ხომ შეიძლება, წელიწადში ერთხელ (ან ორჯერ, ან სამჯერ, ბევრი ხომ არ არის ასეთი დღეები) რაღაც განსაკუთრებულად აღნიშნო?

    ახალ წელს, შენი და იმისი დაბადების დღეს, რვა მარტს, გაცნობის დღეს, ქორწილის დღეს, ვალენტინის დღეს…

    ჰოდა, ამ განსაკუთრებულობისთვის მიყვარს 14 თებერვალი.

    თორემ ჩემთვის ჩვეულებრივ შაბათს, დღისით, დონატებში რომ ცეზარს მივირთმევთ ერთად, ნებისმიერ სპეშალ ივენთზე უფრო სასიამოვნოა.. 🙂

  5. kai posti iko saxaliso da rac mtvaria sinartle amdeni ZALIT wkvilis atanaukve sheuzlebelia 😀

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: