სახალისო მარკეტინგი

ეს სტატია ბევრ ინგლისურ და რუსულენოვან საიტებზე მინახავს, მაგრამ არსად არ შემხვედრია ქართულ ენაზე. შესაბამისად გადავწყვიტე მისი თარგმნა და თქვენთვის წარმოდგენა.

  ქალაქ ახმადაბადში ინდოეთის ინსტიტუტის პედაგოგებმა შეიმუშავეს სახალისო მარკეტინგის 9 მეთოდი.

მაშ ასე, დაძაბეთ გონება და მოიმარჯვეთ იუმორის გრძნობა. მე ვიწყებ:

1. წარმოიდგინეთ, რომ საღამოს მიდიხარ მეგობრების შეკრებაზე, სადაც ხვდები შენი ოცნების ქალს. შენ ასეთ მანდილოსანს მთელი ცხოვრება ელოდებოდი და ამიტომაც მომენტალურად გვერდზე გადაგაქვს შენი თინეიჯერული კომპლექსები  და ეუბნები: „მე მდიდარი ვარ. გამომყევი ცოლად“. ამას ჰქვია პირდაპირი მარკეტინგი.

2. მეგობრებმა  მხიარულ ‘ვეჩერინკაზე“ წაგიყვანეს, სადაც უამრავი ლამაზი ახალგაზრდა გოგონა ცეკვავს. შენი ძმაკაცი მიდის მათ შორის ყველაზე ლამაზ გოგონასთან,  შენზე აჩვენებს და ეუბნება: „ის ძალიან მდიდარია.გაყევი ცოლად.“ ამას რეკლამა ჰქვია.

3. again and again დაპატიჟებული ხარ საღამოს ღრეობაზე. დარბაზში უამრავი შვენიერი ქალბატონია, მაგრამ ამ ბაღნარში მხოლოდ ერთს ხედავ. მიკი მაუსის  ( 🙂 ) მსუბუქი და დარწმუნებული ნაბიჯით შენ უახლოვდები ამ საოცრებას და ართმევ ტელეფონის ნომერს. მეორე დღეს ურეკავ და ეუბნები: “სალამი. მე სასაწაულად მდიდარი ვარ, გახდი ჩემო ცოლი, პატარავ“. ეს არის ტელემარკეტინგი.

4. ისევ და ისევ მეგობრების შეკრება. შენ დაიღალე გაუთავებელი ცეკვებისა და ძებნისაგან, მაგრამ მაინც მიდიხარ შენი მიზნისაკენ. როგორც ყოველთის ირგვლივ N-რაოდენობის მშვენიერი ქალბატონია, მაგრამ შენს ჰორიზონტზე მარტო ერთი ვარსკვლავი ანათებს. შენ (ცოტა დაქანცული, მარცხენა ხელში 100 დოლარიანი სიგარა, მარჯვენაში ბოკალი საუკეთო ვისკით) უახლოვდები მას შენს ბენტლთან მისაცილებლად. ამავდოულად ასწორებთ გვერზე გადაწეულ ჰალსტუხს და სთავაზობ ქალბატონს: “ჩემო ძვირფასო. მე დაუჯერებლად მდიდარი ვარ. გამომყევი ცოლად.“ ეს არის პიარ მარკეტინგის მეთოდი.

5. მგონი არ გაგიჭირდება იმის გამოცნობა, რომ საღამოს ისევ ხმაურიან  შეკრებაზე მიდიხარ. შესანიშნავი მანდილოსნები დაფარფატებენ ირგვლივ. ყველაზე ლამაზი, რომელიც უკვე დიდი ხანია შემჩნეული გყავს, თვითონ გიახლოვდებათ: „ძვირფასო, შენზე მითხრეს, რომ ძალიან მდიდარი ხარ. მომიყვანე ცოლად.“  ამას ჰქვია ბრენდის ცნობადობა.

6. მოდელებთან ერთად საღამოს შეკრებები არც ისე ხშირი, მაგრამ  არ არის გასაკვირი, რომ ამ საღამოს დაპატიოჟებულთა სიაში შენი სახელიც ფიგურირებს. დროის დაკარგვის გარეშე შენ უახლოვდები პირველივე ფერიას და ეუბნები: „ძალიან მდიდარი ვარ. გამომყევი ცოლად.“ პასუხად,  რათქმაუნდა, ღებულობ ლოყაზე მწარე დარტყმას. ამას ჰქვია მომხმარებელთან უკუკავშირი.

7.  კორპორატიულ საღამოზე ხარ დაპატიჟებული. ირგვლივ უამრავი ბიზნეს ქალბატონია. მათ შორის ისიცაა – შენი ღამის ეროტიული ფანტაზიების ობიექტი. ასეთი შემთხვევის ხერლიდან გაშვება არ შეიძლება! შენ უახლოვდები, ეხები მის ხელს და ეუბნები: „ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად.“ პასუხად ის გტაცებს ხელს მიყავხარ მის ქმართან გასაცნობად. მარკეტინგის ამ მეთოდს ეძახიან მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსს.

8.  შენ და შენი ძმაკაცი საღამოს დაგპატიჟეს  ქალების საერთო საცხოვრებელში. რა თქმა უნდა, ორგვლივ უამრავი მანდილოსანია. დიდი ხნის მომზადების შემდეგ, შენ, როგორც იქნა, მიდიხარ მათ შორის ყველაზე ლამაზის გასაცნობად. მოულოდნელად ამ მომენტში  შენი ძმაკაცი დგება, ხელს გკრავს, შემდეგ მიდის შენს მანდილოსანთან და ეუბნება: „მე მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად.“ ამას ჰქვია ერთსა და იმავე ბაზარზე კონკურენცია.

9.  და ბოლოს, შენ ისევ ხარ საღამოს „ფართიზე“, აშკარად დღეს შენი დღეა, ირგვლივ ხომ იმდენი მშვენიერი ქალბატონია. ერთ-ერთ მათგანთან ძალიან ახლოს დგახარ და უკვე მზად ხარ ყურში ჩასჩურჩულო: „ჩემო მშვენიერო, მე ყველაზე მდიდარი ვარ ამ ქალაქში, გამომყევი ცოლად”. მაგრამ ამ მომეტში მოდის შენი ცოლი. ამას ჰქვია შეზღუდვა ახალ ბაზარზე.

ეს მეთოდები საკმაოდ სახალისო და ადვილად აღსაქმელია.. იმედია თქვენ მოგეწონათ  🙂

Advertisements
Categories: Marketing & PR | ტეგები: , , , , , | 22 Comments

პოსტის ნავიგაცია

22 thoughts on “სახალისო მარკეტინგი

  1. ქართულად მართლა არსად მინახავს. სახალისოა 🙂

  2. შესანიშნავი პოსტია, ძალიან მომეწონა, საინტერესოა.
    და ზოგადად, ეს სფერო, ანუ მარკეტინგი, მეც მაინტერესებს 🙂 მომავალი მარკეტოლოგი ვარ 😛 :)))

    • უუ კოლეგები ვიქნებით.. მე ძალიან მინდა მარკეტოლოგობა ნუ ჯერ ვპოულობ შესაფერისს ადგილს…. თუმცა გამოცდილება უკვე მაქვს ^^ კაია კაი..საჩემო ადამიანი ხარ 🙂

  3. sad swavlob?

    • ESM
      შენ სად სწავლობ?

      • გენაცვალე, როგორ გამითბე გული იესემი რომ დაწერე და არა თავისუფალი უნივერსიტეტი. ^^.. მეც იესემელი ვარ 2008 წლის გამოშვება, იესემის ბოლო და თავისუფალი უნივერსიტეტის პირველი თობა 🙂

  4. ძალიან ძალიან სასიამოვნოა 🙂 მე 2008–ში ჩავაბარე 🙂

  5. nice, nice
    …ეჰ, მარკეტინგი

    • ეჰ რატომ?
      მამენტ მე სხვას რას ვეუბნები..მეც არ ვრ კარგ პონტში

      • ეჰ იმიტომ, რომ მარკეტინგი მაინტერესებს და მინდოდა მანდ გაგრძელება. მაგრამ ჩამოშორება მომიწევს

      • რატომ..მამენტ მეც თავის დროზე ძლაიან მინდოდა მარკეტინგი (ნუ ახლაც მინდა) და უარი ვთქვი ფინანზებზე და ახლა კი ვმუშობ არასპეციალობით)
        მარკეტინგი რუულს მაინც რა

  6. ფინანსების გაგონებაც არ მინდა >.<
    ვნახოთ, იქნებ მეც არასპეციალობით ვიმუშაო ^^

  7. მომეწონა კი არა, ისეთი მაგარია რომ ჰუჰ!
    შენთან ყოველთვის შეიძლება რაღაც ესეთის წაკითხვა და ეს ძალიან-ძალიან მიყვარს!

    • :ბლუშ: დიდი მადლობა 🙂 მიხარია, რომ მასე ინტერესდები ჩემი ფსიქოპათური პოსტებით 🙂

  8. აი ასეთ მაგალითებზე დაყრდნობით უნდა ისწავლებოდეს მარკეტინგი 😀

  9. Jorbenadze

    saxaliso posti iyo:D damtseri ra kai tipia bavshvebs uxnida uechveli marketings 😀

  10. არანაირი შეხება არ მაქვს მარკეტინგთან და უკვე ყველაფრის აზრზე ვარ, მშვენიერი იყო და სახალისოც.

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: