Маленькая Неуравновешенная Психопатка (პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი)

შესავალი: ერთ–ერთ ფორუმზე წავაწყდი თემას: „დაახასიათეთ თქვენი თავი სამ სიტყვაში“. დაუფიქრებლად ეს ფრაზა ჩავწერე: маленькая неуравновешенная психопатка. მართლაც, რომ პატარა, მართლაც რომ გაუწონასწორებული და ფიცხი, და მართლაც რომ ფსიქოპატი და გიჟ–გადარეული ვარ. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს –  არ ვარ დიდად თვითკრიტიკული, უბრალოდ  ეს სამი სიტყვა ჩემი შინაგანი „ჩაბნელებული“ მხარის სრული და ამომწურავი დახასიათებაა. (ლირიული გადახვევა: როგორც ერთი ჩემი ახლობელი იტყვის ხოლმე –  სიმართლე სინათლეააო)

ვინაიდან ამ ფრაზის ისტორიული საწყისი არის  რუსული ენა, გადავწყვიტე ის გადმომეთარგმნა ინგლისურად და ქართულად ჩვენი კარგი ხუმარა მეგობრის translate.google.com –ის დახმარებით. ინგლისურად განსაკუთრებული არაფერი ამომიგდო, მაგრამ რაც შეეხება ქართულ თარგმანს: „ცოტა ანომალური მდგომარეობის განსახიერების ფსიქოპათი“ (OMG!!!). ჯერ  ჩავუფიქრდი ფრაზას.. ცოტა ხანში კიდევ ერთხელ ჩავუფიქრდი…ნუთუ ასეთი ვარ, მერე დავამშვიდე ჩემი თავი იმით, (Спокойно, Ипполит, спокойно !!!) რომ გუგლიკო ქართულ თარგმანს ვერ ქაჩავს ჯერ–ჯერობით  და გულიანად ჩავიცინე.

ძირითადი: ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი ცუდი და კარგი, სუსტი და ძლიერი მხარეებისა და თვისებების განსაზღვრა და ობიექტურად შეფასება. შემდეგნაირი პასუხი: უფ,  მე რა ვიცი როგორი ვარ; სხვებმა გადაწყვიტონ და ა.შ., ჩემი სუბიექტური აზრით, საკუთარი თავის უაზრო გამართლებაა.  ამ საკითხს რომ ჩავუფიქრდეთ, მივხვდებით, რომ ჩვენ სულ ვცდილობთ სხვაში  მოვძებნოთ დ დავინახოთ კარგი და ცუდი, სხვა გავაკრიტიკოთ ან შევაქოთ და  ამ დროს საერთოდ  ვერ ვამჩნევთ  საკუთარ ქცევას და თვისებებს.

დასკვნა: ჩემი ბლოგის სახელწოდება არ უნდა გაფიქრებდეთ (თუმცა ვიცი, რომ ეს მაინც იქნება), რომ „უი ეს ვიღაცა  რა გიჟი ყოფილაო, აბა რამ დააყენებინა ბლოგის მასეთი სახელი“. მე არ ვცდილობ დაგანახოთ ჩემი სამყარო და ვილაპარაკო ჩემს პრობლემებზე, ჩემს თავზე. მე მსურს დაგანახოთ სამყარო ჩემი თვალით, ჩემი გადმოსახედიდან: ცოტა განსხვავებულად, ცოტა გიჟურად.

პატივისცემით,

ჯესი

Advertisements
Categories: ფსიქოპათის ჩანაწერები | ტეგები: , , , | 9 Comments

პოსტის ნავიგაცია

9 thoughts on “Маленькая Неуравновешенная Психопатка (პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი)

  1. გიჟი ხარ აბა რა ხარ 🙂

  2. NANu

    ძირითადი მომწონს მეტისმეტად ❤

  3. ჩემი სენსეივით ბაზრობ ❤

  4. განსხვავებულობა ყოველთვის საინტერესოა 🙂 და ცოტა გიჟურობა – მომხიბვლელი.

  5. 🙂 ჩემი გახსნილი თემა გინახია თინ.გე-ზე :))))

  6. გამოხმაურება: ფსიქოპათის ბლოგი 1 წლისაა ^_^ Ура,товарищи! « გაუწონასწორებელი ფსიქოპათის ბლოგი

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: