გადავწყვიტე კომპანიების პარადოქსული შეცდომების კოლექციის გაგრძელება
ჩემს წინა პოსტში დავინახეთ, რომ ნებისმიერი პროდუქციის შექმნისას აუცილებელია მისი სახელწოდების და სლოგანის მნიშვნელობის შესწავლა და შემოწმება ყველა ენაზე (ნუ ყველაზე არაა აუცილებელი, მთავარია ძირითადებზე). ის ფაქტიც მაოცებს, რომ ჩემს წინა პოსტში ჩამოთვლილი კოპანიები საკმაოდ ცნობილია და მსოფლიო დონისაა, მაგრამ იქაურმა მარკეტოლოგებმა ასეთ ელემენტალურ და ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსებს არ/ვერ მიაქციეს ყურადღება. არ მიაქციეს, ნუ მიაქციეს და ძალიანაც იზარალეს. ნებისმიერი სახელწოდების გათარგმნისას საჭიროა არა მხოლოდ ენის, არამედ კულტურის ნიუანსების შესწავლაც. ამ პოსტში მოყვანილი მაგალითები ამის მტკიცებულებაა.















