უკვე შეამჩნევდით, რომ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ახალი ბლოგი – “იოგა ყველასათვის“.
გახსოვთ, ფსიქოპათის ბლოგზე ადრე დადებული მქონდა ზოგიერთი ვარჯიშის სია, მაგრამ ახლა გადავწყვიტე ამ ყველაფრისთვის ცალკე ბლოგი შემექმნა. “იოგა ყველასათვის” ბლოგზე დავდებ ძველ პოსტებს და ახლებსაც, შევეხები როგორც სულიერ ასევე სხეულის განვითარებას. მოგცემთ გემრიელ რჩევებს და დაგეხმარებით ვარჯიშების სწორ შესრულებაში.
იოგას ვარჯიშები არის როგორც სხეულის ნაწილებისათვის, ასევე ცალკეული დაავადებებისათვის, და ზოგიერთი დაავადება საკმაოდ სერიოზულიცაა. და სამწუხაროთ ძალიან ბევრი ხვდება ჩემთან ზუსტადაც, როდესაც ეძებს იოგას ვარჯიშებს ამისათვის:
ანუ აქედან დასკვნა – იოგას ვარჯისებზე მოთხოვნა არსებობს.
ვხვდები, რომ “იოგა ყველასათის” დიდ კონკურენციას გაუწევს ფსიქოპათის ბლოგს, მაგრამ ვხვდები იმასაც, რომ ხალხი უფრო დაუჯერებს კერძოდ იოგასათვის მიძღვნილ ბლოგს, ვიდრე ვიღაც ფსიქოპათის ბლოგის ერთ-ერთ ქვეგვერდს.


ყოველთვის მჯეროდა, რომ სხვას თუ რამეს ურჩევ, ჯერ უნდა დაფიქრდე, შენ თუ გააკეტებდი იგივეს ან თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება.














