25-ე კადრი: მითი თუ რეალობა. მეორე ნაწილი

25-ე კადრი: მითი თუ რეალობა. პირველი ნაწილი

25-ე კადრის  ეფექტიანობაზე ფსიქოლოგები და მარკეტოლოგები დღემდე ვერ თანხმდებიან. ბევრი მსჯელობა მიდიოდა 25-ე კადრის ფსიქოლოგიური ეფექტის თაობაზე. მეცნიერთა ნაწილი აღიარებს ამ ეფექტს, თუმცა  მისი არსებობა (ფსიქოლოგიურ ეფექტს ვგულისხმობ) 1958 წელს ამერიკის ფსიქოლოგების ასოციაციამ ოფიციალურად უარყო (ვინ გაუგებს ამ მეცნიერებს) და ჩვენი ვაიკერის გამოკვლევა არსად არც გამოქვეყნებულა, თუმცა მოგვიანებით  1962 წელს ვაიკერის ოპონენტებმა გამოაცხადეს, რომ მან აღიარა 1957 წელს ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად მიღებული სტატისტიკის სიყალბე. ამ აღიარების შემდეგ, ზოგიერთი ჟურნალისტის თქმით, ეს ადამიანი გაქრა.

25-ე კადრი პოპულარულია არა მხოლოდ რეკლამაში, არამედ მედიცინაშიც. არსებობს მკურნალობა, რომელიც დაფუძნებულია 25-ე კადრის თეორიაზე  და მას იყენებენ კლინიკებში ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის განკურნებისთვის. 25-ე კადრს ასევე იყენებენ წონის დასაკლებად და უცხო ენების სწრაფად შესასწავლად.

ყოველთვის მაინტერესებდა წონის დაკლების მეთოდი, თუმცა ფული მენანებოდა დისკების საყიდლად.  თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ძალიან პოპულარული „ექიმი ბორმენტალის“ პრინციპის ერთ -ერთი შემადგენელი ნაწილი ზუსტად ამ 25-ე კადრს ეფუძნება.

როგორც ზევით ვივარაუდე, ადამიანი, რომელიც მზადაა, რომ მასზე გამოიყენებენ ამ 25-ე კადრს, ფსიქოლოგიურად, უნდა თუ არ უნდა, ემზადება ამ მომენტისათვის და, ჩემი აზრით,  ამის შემდეგ გინდ აჩვენე ადამიანს ეს 25-ე კადრი და გინდ არა, მგონი ის  მაინც ჩათვლის, რომ მასზე მოახდინეს ზემოქმედება და მოიქცევა შესაბამისად. (ფსიქოლოგიურ ფაქტორთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ადამიანს წყალს თუ მაიწოდებ და ეტყვი შხამიაო, და ამ ადამიანმა მთელი გულით იწამა ეს, წყლის დალევის შემდეგ შეიძლება მართლაც მოკვდეს).

ზედმეტი არ იქნება აქ ავღნიშნო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1960-70-იან წლებში, პროფესორ ბარნაბ ხაჭაპურიძის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები 25-ე კადრის გამოყენებით  ფსიქოლოგიის კათედრასთან არსებულ ლაბორატორიაშიც ტარდებოდა.

ისმის კითხვა, რა ვერ დაკოკრეტდნენ ეს მეცნიერები. ბოლოს და ბოლოს, არსებობს თუ არა ეს 25-ე კადრი?

მეცნიერებაში მაინც ბოლომდე არაფერია დაზუსტებული (რაც არ უნდა იყოს გასაკვირი) და ის გვიტოვებს პატარა ინტრიგას,  გვაძლევს საშუალებას ჩვენ თვითონ დავფიქრდეთ ამ უცნაურ მოვლენაზე და ჩვენი ძალებით გამოვიტანოთ დასკვნები.

THE END

About these ads
Categories: უცნაური/აუხსნელი, Marketing & PR | Tags: , , , | 10 Comments

Post navigation

10 thoughts on “25-ე კადრი: მითი თუ რეალობა. მეორე ნაწილი

  1. სადღაც გამიგია, რომ უცხო ენის სასწავლადაც იყენებენ 25-ე კადრს. უცხო სიტყვების დასაზეპირებლად.

    • კი, კი აი სურათიც ხო მიდევს. ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები და რაღაცა…

  2. აჰა :) სწორი დასკვნაა.

    ისე, ჯესი, ფარულ რეკლამაზე არ გინდა, დაწერო?

    კარგად გამოგივა. თემაც საინტერესოა, თან შენ საქმის ცოდნით დაწერ და…

    • კარგი იდეააა. ისე ცალკე უნდა გავაკეთო ფეიჯი სადაც მკითხველი თავის სურვილებს ჩამოწერს,…. კაი იდეაა ნამდვილად.. ვიმუშავებ მაგაზე ^^ ფარულ რეკლამაზე ბევრი რამე ვიცი :) დავწერ აუცილებლად :)
      პ.ს. მომწონს შენი ახალი გრავატარი ^^

      • მშვენიერია :) პირველი იდეა – ფარული რეკლამა, ჩემია :)

        მადლობა :) ისე, ახალი პოსტიც მაქვს, მაგრამ შენ არ გინახავს, ეზ აი ნოუ :)

  3. წავიკითხავ აუცილებლად..ვიცი რომ გაქვს ახალი პოსტი ^^ უბრალოდ ვერ მოვიცალე :) )

  4. იმედი მქონდა ბოლომდე, რომ გადაწყვეტით იტყოდი მოქმედებს ან არ მოქმედებსო :)

    • სიტუაციას გააჩნია, გამოყენებით იყენებენ მაგრამ აი რანაირად მოქმედებს ადამიანზე ეს უკვე ინდივიდუალურია

  5. Pingback: 25-ე კადრი: მითი თუ რეალობა. პირველი ნაწილი « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი

  6. ყოველთვის რომ ამართლებდეს 25-ე კადრი, მარკეტოლოგები და პოლიტიკოსები სხვა მეთოდებს აღარ გამოიყენებდნენ :)

comments please :)

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 270 other followers

%d bloggers like this: